"ორი ვარიანტი აქვს", - სად შეიძლება გადავიდეს ლევანდოვსკი მომავალ ზაფხულს ფაბრიციო რომანოს აზრით?
გავლენიანი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს განცხადებით, "ბაიერნის" თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი ზაფხულში შესაძლოა "პსჟ"-ში გადავიდეს.
– ლევანდოვსკის რომელ კლუბში გადასვლაზე განათავსებდით ფსონს?
"პსჟ"-ს დავასახელებ. მის აგენტ პინი ზაჰავისთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. გარდა ამისა, ზაჰავის ინგლისშიც კარგი კავშირები გააჩნია. ასე რომ, პრემიერ ლიგის კლუბებსაც განვიხილავ, რადგან ლევანდოვსკის ყოველთვის უნდოდა ოდესღაც საკუთარი ძალების იქ მოსინჯვა".
"ამჟამად ყველაფერი გაურკვეველია. მაგრამ მაინც "პსჟ"-ს დავასახელებდი. პარიზელებს მისი შეძენა გასულ ზაფხულსაც სურდათ, ახლა კი მბაპეს შემცვლელი დასჭირდებათ, თუ ეს უკანასკნელი "რეალში" გადასვლას გადაწყვეტს. შესაძლებელია პრემიერ ლიგაც. ლევანდოვსკის ეს ორი ვარიანტი აქვს", - განაცხადა რომანომ.
შეგახსენებთ, 33 წლის პოლონელ სუპერვარსკვლავს "ბაიერნთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წელს ეწურება.