ავტორიზაცია

აბრამოვიჩი: "ჩელსისგან ვალის დაბრუნებას არ ვითხოვ, ჩემთვის ეს საქმიანობა ბიზნესი არასოდეს ყოფილა"

აბრამოვიჩი: "ჩელსისგან ვალის დაბრუნებას არ ვითხოვ, ჩემთვის ეს საქმიანობა ბიზნესი არასოდეს ყოფილა"
თარიღი 03 Mar 2022, 20:11

"ჩელსის" მფლობელი, რომან აბრამოვიჩი ლონდონური კლუბისგან ვალის დაბრუნებას არ მოითხოვს.

რუსმა მილიარდერმა აქამდე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ინგლისური გრანდის გაყიდვა გადაწყვიტა, რადგან სანქციების საფრთხის წინაშე დგას.

"ვალის დაბრუნებას არ ვითხოვ. ჩემთვის ეს საქმიანობა არასდროს უკავშირდებოდა ბიზნესსა და ფულს, უბრალოდ ფეხბურთისადმი და კლუბისადმი სუფთა ვნება მამოძრავებდა", - წერია ბიზნესმენის განცხადებაში.

როგორც აღინიშნება, აბრამოვიჩისადმი "ჩელსის" ვალი 1,51 მილიარდ ფუნტს შეადგენს.

მოგეხსენებათ, რუსმა მეწარმემ ინგლისური კლუბი 2003 წელს, 140 მილიონ ფუნტად იყიდა. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ "არისტოკრატებმა" 21 ტიტული მოიგეს.