"მადლობა, რომან", - ტერი ჩელსის გაყიდვის თაობაზე აბრამოვიჩის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

"ჩელსის" ყოფილი კაპიტანი, ჯონ ტერი კლუბის მფლობელის, რომან აბრამოვიჩის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მოგეხსენებათ, რუსმა ბიზნესმენმა ლონდონური კლუბის გაყიდვა გადაწყვიტა, რადგან სანქციების საფრთხის წინაშე დგას.
"მადლობა, რომან. საუკეთესო მფლობელი მსოფლიოში", - წერს ვეტერანი ინგლისელი სოციალურ ქსელში.
აბრამოვიჩმა უკვე დაადასტურა, რომ "ჩელსის" გაყიდის. კლუბს მისი ვალი აქვს, საუბარია 1,51 მილიარდ ფუნტზე, თუმცა ამ თანხის დაბრუნებას არ ითხოვს, ხოლო მიღებული თანხის სუფთა მოგებას საქველმოქმედო ფონდს გადასცემს, რომელიც უკრაინის ომის ყველა მსხვერპლის დასახმარებლად შეიქმნება.
მოგეხსენებათ, რუსმა მეწარმემ ინგლისური კლუბი 2003 წელს, 140 მილიონ ფუნტად იყიდა. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ "არისტოკრატებმა" 21 ტიტული მოიგეს.