ტუხელი: "აბრამოვიჩის ნებისმიერი გადაწყვეტილება სწორია, ეს კლუბი მას ეკუთვნის და არჩევანიც მასზეა"

"ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი კლუბის მფლობელის, რომან აბრამოვიჩის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც ლონდონური გრანდის გაყიდვა გადაწყვიტა.
"ალბათ, ამის შესახებ თქვენზე ცოტა ადრე შევიტყვე, რაც "ლუტონთან" მატჩის დაწყებამდე მოხდა. მთელი დღე ვისმენდით ჭორებს, ტელევიზორს ვუყურებდით, ყველა ამას განიხილავდა შეკრებებსა და სადილებზე. ეს დიდი ამბავია".
"ვფიქრობ, აბრამოვიჩის ნებისმიერი გადაწყვეტილება სწორია. ეს მისი არჩევანია, მისი კლუბია და ამაზე კომენტარის გაკეთება არ მევალება. ძალიან მოკლე ვადაში ჩვენთვის - გუნდისთვის, პერსონალისთვის, ფეხბურთელებისთვის - იმედი მაქვს, ბევრი არაფერი შეიცვლება, შესაძლოა, არც არაფერი შეიცვალოს".
"ვცდილობთ, ხმაურიდან გამოვიდეთ და კონცენტრაცია არ დავკარგოთ, რაც ყოველთვის მარტივი არ არის, მაგრამ დღეს დავამტკიცეთო, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია".
"კუნძულზე არ ვცხოვრობთ, ფეხბურთელებს ინტერნეტი აქვთ - ზოგიერთი შეწუხებულია. რთულია იმავე დღეს ითამაშო მატჩში, სადაც კონცენტრაცია აბსოლუტურად საჭიროა, ამიტომაც ეს თამაშს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის", - ციტირებს "არისტოკრატთა" თავკაცის სიტყვებს BBC Sport-ი.