ავტორიზაცია

ფოტო: კონორ მაკგრეგორს ჩელსის ყიდვა უნდა და დაასახელა თანხა, რომლის გადახდისთვისაც მზადაა

ფოტო: კონორ მაკგრეგორს ჩელსის ყიდვა უნდა და დაასახელა თანხა, რომლის გადახდისთვისაც მზადაა
თარიღი 03 მარ 2022, 21:59

მსუბუქ წონით კატეგორიაში UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა "ჩელსის" გაყიდვის თაობაზე განცხადება გააკეთა.

შეგახსენებთ, ლონდონური გრანდის რუსმა მფლობელმა, რომან აბრამოვიჩმა განაცხადა, რომ კლუბთან განშორებას გეგმავს, რომელსაც 2003 წლიდან ხელმძღვანელობდა.

"მინდა ამის შესაძლებლობა შევისწავლო", - წერს კონორი სოციალურ ქსელში და თან ურთავს მიმოწერის სქრინშოტს, სადაც ამბობს, რომ მზად არის 3 მილიარდი ფუნტი გადაიხადოს.

რუსმა მეწარმემ თავის დროზე "ჩელსი" 140 მილიონ ფუნტად იყიდა. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ "არისტოკრატებმა" 21 ტიტული მოიგეს.