ავტორიზაცია

უეფას პრეზიდენტი სუპერლიგის პროექტის განახლებაზე: "როგორც ჩანს, პარალელურ რეალობაში ცხოვრობენ"

უეფას პრეზიდენტი სუპერლიგის პროექტის განახლებაზე: "როგორც ჩანს, პარალელურ რეალობაში ცხოვრობენ"
თარიღი 03 Mar 2022, 23:01

უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა ევროპის სუპერლიგის პროექტის განახლების შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე ტურნირის ორგანიზატორები გააკრიტიკა.

"ჯერ შუა პანდემიისას წამოჭრეს ეს სასაცილო იდეა. ახლა ამის გაკეთებას შუა სამხედრო კრიზისისას გეგმავენ".

"როგორც ჩანს, პარალელურ რეალობაში ცხოვრობენ", - ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს ბრიტანელი ჟურნალისტი, საიმონ სტოუნი.

როგორც დღეს დაიწერა, "იუვენტუსის" პრეზიდენტი, ანდრეა ანიელი სუპერლიგის ახალ პროექტს წარადგენს - 20 მონაწილითა და ორი დივიზიონით.

მოგეხსენებათ, ამ დროისთვის, სუპერლიგის მონაწილეთა სიაში მხოლოდ სამი კლუბია: "ბარსელონა", "რეალი" და "იუვენტუსი".