ავტორიზაცია

სუპერლიგის მორიგი გეგმა, ახალი იდეითა და შეცვლილი ფორმატით - ანიელი პროექტს დღეს წარადგენს

სუპერლიგის მორიგი გეგმა, ახალი იდეითა და შეცვლილი ფორმატით - ანიელი პროექტს დღეს წარადგენს
თარიღი 03 Mar 2022, 12:08

დღეს ანდრეა ანიელი ევროპის სუპერლიგის ახალ პროექტს წარადგენს. La Gazzetta dello Sport წერს, რომ დღეს "იუვენტუსის" პრეზიდენტი სპორტულ-ეკონომიკურ კონგრესზე ისაუბრებს და ტურნირის ახალ პროექტზე ისაუბრებს.

საწყის გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. გასულ ზაფხულს, "იუვენტუსი", მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" კონტაქტში იყვნენ სააგენტოებთან, Flint-სა და A22-თან.

ეს ყველაფერი იმისთვის, რომ შეეცვალათ ნეგატიური იმიჯი, რომელიც შეიქმნა სუპერლიგის გარშემო. გადაწყდა, რომ მთავარი პრობლემა ტურნირის დახურული ფორმატი იყო, რომელიც თავდაპირველად შემქმნელებმა შემოგვთავაზეს.

ახლა, როგორც მოსალოდნელი იყო, სუპერლიგაში ორი დივიზიონი იქნება წარმოდგენილი და ტურნირში სულ 20 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ამრიგად, გუნდები შეძლებენ გავარდნენ "ქვედა" დივიზიონში და აღზევდნენ "უმაღლესში".

თავდაპირველად სუპერლიგის შემქმნელებმა განაცხადეს, რომ ტურნირში 12 გუნდი მიიღებდა მონაწილეობას და მონაწილეთა შემადგენლობა არც კი შეიცვლებოდა.

საზოგადოების ფართო გამოხმაურების გამო 9 კლუბმა უარი თქვა პროექტში მონაწილეობაზე. "ბარსა", "რეალი" და "იუვენტუსი" განაგრძობენ პროექტზე მუშაობას.