ავტორიზაცია

ბარსელონამ 38 წლის დანი ალვეშის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო — MARCA

ბარსელონამ 38 წლის დანი ალვეშის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო — MARCA
თარიღი 03 Mar 2022, 23:33

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა შესაბამისი ოფციით ისარგებლებს და გუნდის მარჯვენა მცველს, დანი ალვეშს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს, რომელსაც მაისში 39 წელი უსრულდება.

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA ავრცელებს.

როგორც იწერება, დაბრუნების შემდეგ კატალონიაში გატარებულ ამ მცირე პერიოდში ვეტერანმა სამხრეთამერიკელმა ახალი ხელშეკრულება დაიმსახურა, მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ თავისი როლისთვის.

არსებული ცნობით, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" შესაბამისი პუნქტის ამოქმედების გადაწყვეტილება უკვე მიიღეს და ვეტერან სამხრეთამერიკელს კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ.

მოგეხსენებათ, ალვეში "ბარსას" ღირსებას 2008 წლიდან 2016 წლამდეც იცავდა. იგი გუნდში 2021 წლის ნოემბერში დაბრუნდა და სეზონის ბოლომდე გათვლილი ხელშეკრულება გააფორმა. 

მიმდინარე სეზონში დანიმ "ბლაუგრანას" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად უკვე 6 მატჩის ჩატარება მოასწრო, 1 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასიც მიითვალა.