ლა ლიგის პრეზიდენტი: "იუვენტუსმა, ბარსელონამ და რეალმა უეფასა და პრემიერ ლიგაში მტრები გაიჩინეს"
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა პროექტის განახლებასთან დაკავშირებული სიახლეების ფონზე ევროპის სუპერლიგის იდეა დაგმო.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "იუვენტუსის" პრეზიდენტი, ანდრეა ანიელი მალე სუპერლიგის ახალ პროექტს წარადგენს - 20 მონაწილითა და ორი დივიზიონით.
"ანიელიმ ეს უნდა ახსნას. თუ არ განმარტავს, მაშინ ცრუობს. ჩემი აზრით, სწორედ მის სახლში შედგა ერთი კვირის წინ სამი კლუბის ("იუვენტუსი", "ბარსელონა" და "რეალი") შეხვედრა. ახლა ამბობენ, რომ სუპერლიგაში გარანტირებული ადგილი არ სჭირდებათ, "რეალის" თქმით, არ აპირებს პირველი სლოტი დაიკავოს. ეს სიცრუეა".
"ძალიან რთული იქნება ამ ტურნირში ინგლისური კლუბების ჩართვა, ამიტომაც ორდონიან ევროპის ლიგას ქმნიან, სადაც ეროვნული ლიგები მეორე დონე იქნება".
"იუვენტუსმა", "ბარსელონამ", "რეალმა" უეფასა და პრემიერ ლიგაში მტრები გაიჩინეს, რომელთა ზრდა მათ მოდელს ეწინააღმდეგება. ეს ვიცით, ინფორმაცია გვაქვს. შეუძლიათ ის ილაპარაკონ, რაც სურთ, მაგრამ ეს ის არის, რაზეც მუშაობენ".
"ისინი ამტკივებენ, რომ სუპერლიგის შექმნა ეროვნულ ჩემპიონატებზე გავლენას არ მოახდენს. იდიოტები უნდა ვიყოთ, სულელები, ეს რომ დავიჯეროთ. მაგრამ ყველა ვამბობთ, რომ ეს ეროვნულ ლიგებს დააზარალებს".
"პირადად ჩემთვის შეურაცხყოფაა, თავს დამცირებულად ვგრძნობ. უდიდეს ზიანს მოგვაყენებენ", - ციტირებს ტებასის სიტყვებს Goal.com-ი.