ავტორიზაცია

გარი ნევილი: "რომან აბრამოვიჩი ჩელსისთვის ძალიან კარგი მფლობელი იყო"

გარი ნევილი: "რომან აბრამოვიჩი ჩელსისთვის ძალიან კარგი მფლობელი იყო"
თარიღი 04 მარ 2022, 10:47

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, გარი ნევილმა "ჩელსიში" რომან აბრამოვიჩის მუშაობა შეაფასა.

"ჩელსის" გულშემატკივრები რომან აბრამოვიჩსა და მის მიერ გაწეულ საქმეს დიდი სითბოთი გაიხსენებენ. რეალობა ისაა, რომ "ჩელსის" ყველაფერი კარგად ექნება".

"მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა ინგლისურ ფეხბურთში რუსული ფულის შემოსვლის იდეა, რომან აბრამოვიჩი "ჩელსისთვის" ძალიან კარგი მფლობელი იყო".

"არიან მასზე ცუდი ინგლისელი მფლობელები. ჩემი მშობლიური ქალაქის გუნდს, "ბერის", საშინელი მფლობელი ჰყავს, "დერბის" მფლობელები (კლუბში ფინანსური პრობლემების გამო გარე მენეჯმენტი შემოიღეს) ბრიტანელები არიან", - თქვა ვეტერანმა ინგლისელმა Sky Sports-ის ეთერში.

მოგეხსენებათ, სანქციების საფრთხის გამო, აბრამოვიჩმა "ჩელსის" გაყიდვა გადაწყვიტა, რომელიც 2003 წელს 140 მილიონ ფუნტად იყიდა და ამ დროის მანძილზე "არისტოკრატებმა" 21 ტიტული მოიგეს.