ავტორიზაცია

აბრამოვიჩი ჩელსის გაყიდვას ორშაბათს დაადასტურებს — ვინ გახდება ლონდონური კლუბის ახალი მფლობელი?

აბრამოვიჩი ჩელსის გაყიდვას ორშაბათს დაადასტურებს — ვინ გახდება ლონდონური კლუბის ახალი მფლობელი?
თარიღი 04 მარ 2022, 10:59

ლონდონის "ჩელსი" უახლოეს პერიოდში შესაძლოა ამერიკულ-შვეიცარიულ კონსორციუმზე გაიყიდოს, წერენ ბრიტანულ მედიაში.

კონსორციუმმა, რომელშიც შვეიცარიელი ბიზნესმენი ჰანსიორგ ვისი და ტოდ ბელი შედიან, გარიგების დასახურად საჭირო ახალი პარტნიორები იპოვა.

როგორც აღინიშნება, "არისტოკრატთა" ამჟამინდელ მფლობელ რომან აბრამოვიჩთან, რომელსაც კლუბის გაყიდვა რაც შეიძლება სწრაფად სურს, მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.

კონსორციული დარწმუნებულია, რომ მხარეები ამ შაბათ-კვირას მოლაპარაკებებში წინ წაიწევენ. როგორც ჟურნალისტი ნიკოლა იმფელდი იუწყება, "ჩელსის" გაყიდვა ოფიციალურად შესაძლოა ორშაბათს დადასტურდეს.

მოგეხსენებათ, რუსმა ბიზნესმენმა "ჩელსის" გაყიდვა, რომელიც 2003 წელს 140 მილიონ ფუნტად შეიძინა და ამ დროის მანძილზე "არისტოკრატებმა" 21 ტიტული მოიგეს, სანქციების საფრთხის გამო გადაწყვიტა.