ავტორიზაცია

სალაჰი: "ოქროს ბურთის შედეგებმა შოკში ჩამაგდო, მაგრამ შეთქმულების თეორიის არ მჯერა"

სალაჰი: "ოქროს ბურთის შედეგებმა შოკში ჩამაგდო, მაგრამ შეთქმულების თეორიის არ მჯერა"
თარიღი 04 Mar 2022, 12:50

"ლივერპულის" თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა განაცხადა, რომ 2021 წლის "ოქროს ბურთის" გამოკითხვის შედეგებმა შოკში ჩააგდო.

მოგეხსენებათ, 29 წლის ეგვიპტელმა სუპერვარსკვლავმა მე-7 ადგილი დაიკავა.

"ოქროს ბურთის" შედეგები ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ამ თემაზე ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი. არავინ ელოდა, რომ მეშვიდეზე გავიდოდი, მაგრამ ასე მოხდა".

"შეთქმულების თეორიების არ მჯერა, მაგრამ არჩევანი შესაძლოა არაზუსტი იყოს. ბევრი ქვეყანა ფეხბურთისგან შორს არის. არ ვიცი, რას ეფუძნება მათი არჩევანი, მაგრამ შეთქმულების თეორიის არ მჯერა".

"არაფრის გაკეთება არ მჭირდება იმისათვის, რათა დავამტკიცო, რომ აქ რაღაც შეცდომაა. ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ შედეგებით შოკირებული ვიყავი", - ციტირებს სალაჰის სიტყვებს DMC.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო "პსჟ"-სა და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელს, ლიონელ მესის ერგო, მეორე ადგილი კი "ბაიერნის" პოლონელმა სუპერვარსკვლავმა, რობერტ ლევანდოვსკიმ დაიკავა.