სალაჰი: "მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში ვერმოხვედრით იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ რეალობა ასეთია"

"ლივერპულის" თავდამსხმელი, მოჰამედ სალაჰი ფიფას ვერსიით შედგენილ 2021 წლის მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში ვერმოხვედრას გამოეხმაურა.
"იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში ვერ მოვხვდი. მაგრამ ვერაფერს ვიზამ", - ციტირებს ეგვიპტელის სიტყვებს Yallakora.
როგორც 29 წლის სუპერვარსკვლავი ამბობს, სიამოვნებს ის ფაქტი, რომ ბევრი ადამიანის აზრით, იგი მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში უნდა იყოს.
"ისეთი განცდა არ მაქვს, თითქოს ეს რაღაც პირადად ჩემს წინააღმდეგაა, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ", - დასძინა მომ.
შეგახსენებთ, ფიფას ვერსიით, 2021 წლის სიმბოლურ ნაკრებში შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ:
მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)
მცველები: რუბენ დიასი (მანჩესტერ სიტი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), დავიდ ალაბა (მადრიდის რეალი).
ნახევარმცველები: კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ნგოლო კანტე, ჟორჟინიო (ორივე ჩელსი).
თავდამსხმელები: რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), ლიონელ მესი (პსჟ), კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი), ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდი ბორუსია).