ავტორიზაცია

ნიუკასლის დირექტორი ჩელსის გაყიდვას ეხმაურება: "რომან აბრამოვიჩს კლუბს უსამართლოდ ართმევენ"

ნიუკასლის დირექტორი ჩელსის გაყიდვას ეხმაურება: "რომან აბრამოვიჩს კლუბს უსამართლოდ ართმევენ"
თარიღი 04 მარ 2022, 14:32

"ნიუკასლის" დირექტორმა, ამანდა სტეივლიმ "ჩელსის" მფლობელის, რომან აბრამოვიჩის გადაწყვეტილება შეაფასა.

მოგეხსენებათ, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, სანქციების საფრთხის გამო, რუსმა ლონდონური კლუბის გაყიდვა გადაწყვიტა.

"ყოველთვის გვექნება გეოპოლიტიკური პრობლემები", - ციტირებს "კაჭკაჭების" ფუნქციონერის სიტყვებს BBC.

"ნამდვილად ძალიან ვწუხვარ, რადგან ადამიანს საფეხბურთო კლუბს მხოლოდ იმის გამო ართმევენ, რომ შეიძლება ვინმესთან ჰქონდეს ურთიერთობა".

"არა მგონია, ეს სამართლიანი იყოს, სიმართლე გითხრათ. მაგრამ ჩვენ ჩვენი ყველა ურთიერთობისთვის ანგარიში უნდა გავუწიოთ", - დასძინა სტეივლიმ.

მოგეხსენებათ, აბრამოვიჩმა "ჩელსი" 2003 წელს 140 მილიონ ფუნტად შეიძინა და ამ დროის მანძილზე "არისტოკრატებმა" 21 ტიტული მოიგეს.