ამომავალი ვარსკვლავი, რომლის შეძენაც რეალს, ბარსელონასა და ბაიერნს სურთ — ფაბრიციო რომანო
"ლევერკუზენის" შემტევი ნახევარმცველი, ფლორიან ვირცი დიდ ინტერესს იპყრობს, წერს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
გავრცელებული ინფორმაციით, 18 წლის გერმანელისადმი ყურადღებას რამდენიმე ევროპული გრანდი იჩენს.
ასე და ამგვარად, როგორც აღინიშნება, საუბარია მადრიდის "რეალზე", კატალონიის "ბარსელონასა" და მიუნხენის "ბაიერნზე".
ზემოთნახსენები კლუბები ვირცს აკვირდებიან, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ არ მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ფლორიანი 2022 წელს არსად წავა. "ფარმაცევტები" მის შენარჩუნებას გეგმავენ.
მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა "ლევერკუზენის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 28 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.