უეფას პრეზიდენტი: "ერთ-ერთმა ფეხბურთელმა უკრაინა დატოვა და სახლში შევიფარე"
უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადება გააკეთა.
მოგეხსენებათ, რუსეთი 24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და უკვე მეცხრე დღეა, რაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.
"48 საათი ვესაუბრებოდი ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს, რათა მათ უკრაინის დატოვებაში დავხმარებოდი. დღე-ღამეში 24 საათის მანძილზე კონტაქტში ვიყავით".
"მთავრობებს დახმარებას ვთხოვდი, მაგრამ უსაფრთხოების გარანტიას ყოველთვის ვერ უზრუნველყოფენ. ძნელი ასახსნელია, თუ რამდენად რთული აღმოჩნდა ეს მოლაპარაკებები".
"ერთ-ერთმა ფეხბურთელმა უკრაინა დატოვა, მე კი სახლში შევიფარე. თავდაუზოგავად უნდა ვიმუშაოთ", - ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს Cadena Cope.