ავტორიზაცია

მბაპეს შესაძლო ტრანსფერი ჰოლანდს რეალში გადასვლას არ გადააფიქრებინებს - MARCA

მბაპეს შესაძლო ტრანსფერი ჰოლანდს რეალში გადასვლას არ გადააფიქრებინებს - MARCA
თარიღი 04 მარ 2022, 20:11

დორტმუნდის „ბორუსიას“ ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი შესაძლოა მადრიდის „რეალში“ გადავიდეს, განურჩევლად კილიან მბაპეს მომავლისა.

Marca-ს ინფორმაციით, ნორვეგიელ თავდამსხმელს მომავალში ოქროს ბურთისთვის სურს ბრძოლა და ამის შესახებ მისმა აგენტმა მინო რაიოლამაც იცის. თავად ჰოლანდი აქტიურად ეცნობა კილიან მბაპეს თაობაზე არსებულ ინფორმაციებს, რომელიც, სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში მადრიდსი „რეალსი“ ფეხბურთელი გახდება.

ეს ასე რომც მოხდეს, ჰოლანდი არ აპირებს „რეალზე“ უარი თქვას მხოლოდ იმის გამო, რომ იქ კილიანი ითამაშებს. მეტიც, ნორვეგიელისთვის მბაპესთან ერთ გუნდში თამაში დიდი პატივი იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ფიქრობს მბაპეც, რომელიც ჰოლანდს უფრო „სუფთა ცხრიანად“ მოიაზრებს, თავად კი ის უფრო მრავალმხრივი შემტევია და სხვადასხვა პოზიციებზე შეუძლია თამაში.