ავტორიზაცია

ასტრონომიული ციფრები: ჰოლანდის ტრანსფერი ჯამში 335 მილიონი ევრო ჯდება

ასტრონომიული ციფრები: ჰოლანდის ტრანსფერი ჯამში 335 მილიონი ევრო ჯდება
თარიღი 04 მარ 2022, 17:33

Mundo Deportivo-ს ცნობით, ერლინგ ჰოლანდი მის მსურველ კლუბს 335 მილიონი ევრო დაუჯდება. ჰოლანდის სატრანსფერო ღირებულება შეიძლება იყოს 100 მილიონი ევრო.

მისი ხელფასი ხუთი წლის განმავლობაში იქნება დაახლოებით 195 მილიონი ევრო, შემდეგ კიდევ 40 მილიონი ევრო უნდა იქნას გადახდილი სპეციალური საკომისიოს სახით.

მადრიდის "რეალი" ზაფხულში ჰოლანდისა და კილიან მბაპეს შეძენას აპირებს, თუმცა "სამეფო კლუბისთვის" ამ დროისთვის პრიორიტეტული ფრანგის ტრანსფერია.

ამ სეზონში თავდამსხმელმა გერმანულ კლუბში 20 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ნორვეგიელი თავდამსხმელის მიმართ დაინტერესებას "ბარსელონაც" იჩენს.