ავტორიზაცია

მიზეზი, რის გამოც ჰოლანდი უფრო ემხრობა რეალს, ვიდრე სხვა ნებისმიერ კლუბს

მიზეზი, რის გამოც ჰოლანდი უფრო ემხრობა რეალს, ვიდრე სხვა ნებისმიერ კლუბს
თარიღი 04 მარ 2022, 16:43

ერლინგ ჰოლანდს ახალ კლუბთან ერთად ოქროს ბურთის მოგება სურს. Marca-ს ინფორმაციით, ნორვეგიელი ისეთ გუნდში გადასვლას აპირებს, რომელიც მას ოქროს ბურთის მოპოვების შესაძლებლობას მისცემს.

ჰოლანდი ამ იდეით გატაცებულია, მას სურს, რომ ფეხბურთის ისტორია დაწეროს. ერლინგმა უკვე აცნობა აგენტ მინო რაიოლას თავისი სურვილისა და მიზნების შესახებ.

აშკარაა, რომ 21 წლის ფეხბურთელს სურს მნიშვნელოვანი როლის შესრულება ახალ კლუბში, მაგრამ მას არ აინტერესებს ვარსკვლავური შემტევი პარტნიორების ვინაობა.

ჰოლანდმა იცის, რომ მადრიდის "რეალში" კილიან მბაპესთან დაკავშირება მას ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში დაეხმარება. მადრიდის "რეალს" მიაჩნია, რომ ჰოლანდის ტრანსფერი შესაძლებელია.

უბრალოდ საქმე ისაა, რომ ახლა კლუბი მბაპეს შეძენაზეა ორიენტირებული. მიმდინარე სეზონში 21 წლის ფეხბურთელმა "ბორუსიას" მაისურით 20 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ტრავმის გამო მას 22 იანვრის შემდეგ არ უთამაშია.