ავტორიზაცია

სანამ მთელი საფეხბურთო სამყარო შესაძლო ტრანსფერს განიხილავს, ჰოლანდს ტრავმა გაურთულდა

სანამ მთელი საფეხბურთო სამყარო შესაძლო ტრანსფერს განიხილავს, ჰოლანდს ტრავმა გაურთულდა
თარიღი 05 Mar 2022, 16:53

"დორტმუნდის" თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი ბარძაყის ტრავმის გამო კიდევ მინიმუმ ერთი თვე იუქმებს.

როგორც გერმანულ მედიაში იწერება, 21 წლის სუპერვარსკვლავი აღდგენით პროცესებს აგრძელებს, თუმცა მცირე რეციდივი აქვს.

ამიტომაც, ნორვეგიელის დაბრუნება აპრილის დასაწყისამდე გამორიცხულია. ბოლოს მოედანზე იგი 22 იანვარს მოგვევლინა.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა ყველა ტურნირზე ერთად ბორუსიელთა მაისურით 20 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ფორვარდის "დორტმუნდიდან" შესაძლო წასვლაზე სულ უფრო და უფრო მეტი იწერება და დიდი ალბათობით, გერმანულ კლუბში ბოლო სეზონს ატარებს.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა ჰოლანდს ბორუსიელებთან 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, ზაფხულში გააქტიურდება მის კონტრაქტში ჩადებული პუნქტი, რომლის თანახმადაც ნებისმიერ მსურველ კლუბს ერლინგის შეძენა 75 მილიონ ევროდ შეეძლება.