ავტორიზაცია

მიზეზი, რის გამოც ბარსელონა ადამა ტრაორეს შესყიდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს

მიზეზი, რის გამოც ბარსელონა ადამა ტრაორეს შესყიდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს
თარიღი 05 Mar 2022, 15:59

"ბარსელონას" "ვულვერჰემპტონის" საკუთრებაში მყოფი გარემარბის, ადამა ტრაორეს თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, იუწყება გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-ი.

მოგეხსენებათ, კატალონიურმა გრანდმა 26 წლის ესპანელი ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე იჯარით დაიმატა და მისი შესყიდვა 30 მილიონ ევროდ შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ ადამამ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში ადგილი მალევე დაიმკვიდრა, კლუბი მისი შეძენის თაობაზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.

ზაფხულში "ბარსას" "დორტმუნდის" თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის ხელში ჩაგდება უნდა და მთელი თანხის ჩაგდებას ნორვეგიელის ტრანსფერში აპირებს.

"ბლაუგრანას" ტრაორეს შესყიდვაში შესაძლოა ფრანსიშკუ ტრინკაუ დაეხმაროს, რომელიც ამჟამად "ვულვერჰემპტონში" იჯარით თამაშობს.

ინგლისურ კლუბს 22 წლის პორტუგალიელის კონტრაქტის შესყიდვის უფლება აქვს - თანაც, 30 მილიონად. თუ "მგლები" ტრინკაუს შენარჩუნებას გადაწყვეტენ, მხარეებმა შესაძლოა უბრალოდ ფეხბურთელები გაცვალონ.