ავტორიზაცია

ბარსელონა თუ ბაიერნი? — კრისტენსენის ახალი კლუბი 99%-ით გარკვეულია

ბარსელონა თუ ბაიერნი? — კრისტენსენის ახალი კლუბი 99%-ით გარკვეულია
თარიღი 05 მარ 2022, 17:58

"ჩელსის" ცენტრალური მცველი, ანდრეას კრისტენსენი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ლონდონურ კლუბს დატოვებს.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, დიდი ალბათობით, 25 წლის დანიელი თავისუფალი აგენტის სტატუსით "ბარსელონას" შეუერთდება.

გავრცელებული ინფორმაციით, "არისტოკრატთა" უკანახაზელის ხელში ჩაგდება "ბაიერნსაც" უნდოდა, მაგრამ კატალონიელებმა მიუნხენელებზე უფრო სარფიანი წინადადება გააკეთეს.

გარიგების დასახურად მცირე დეტალებიღაა მოსაგვარებელი და მხარეები მომავალ კვირაში შეხვედრას გამართავენ.

აქამდე დაიწერა, რომ კრისტენსენმა "ჩელსისადმი" პატივისცემის გამო პრემიერ ლიგის კლუბების შეთავაზებები იუარა.

მიმდინარე სეზონში ანდრეასმა, რომელიც ლონდონელთა ღირსებას 2015 წლიდან იცავს, ყველა ტურნირზე ერთად 26 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი ასისტი მიითვალა.