ავტორიზაცია

ლა ლიგაში ტრანსფერი ახლოვდება — ჰოლანდი ესპანეთში 6,5-მილიონიან სახლს ყიდულობს!

ლა ლიგაში ტრანსფერი ახლოვდება — ჰოლანდი ესპანეთში 6,5-მილიონიან სახლს ყიდულობს!
თარიღი 05 მარ 2022, 19:01

"დორტმუნდის" თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი ესპანეთში რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების სახლს ყიდულობს.

აღსანიშნავია, რომ ნორვეგიელ სუპერვარსკვლავს უკვე აქვს ქონება მარბელიაში (კურორტი ესპანეთის სამხრეთით), სადაც ოჯახთან ერთად საშობაო არდადეგებს ატარებს.

მიუხედავად ამისა, 21 წლის ფორვარდი დარწმუნებულია, რომ ესპანეთი მისი მეორე სახლი გახდება, ამიტომაც ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი სახლის ყიდვა გადაწყვიტა.

ასე და ამგვარად, როგორც ავტორიტეტული გამოცემა AS-ი იტყობინება, ჰოლანდმა იმავე მარბელიას რაიონ ნაგუელესში უძრავი ქონების შეძენაზე ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.

როგორც იწერება, სახლის ღირებულება 6,5 მილიონ ევროს შეადგენს.

მოგეხსენებათ, აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ერლინგმა კარიერა შესაძლოა "ბარსელონაში" ან "რეალში" გააგრძელოს.