"მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია", - ხავი ბარსელონაში ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ "დორტმუნდის" თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერზე განცხადება გააკეთა.
"დეტალებს ვერ გეტყვით. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კლუბის აწმყოზე და მომავალზე ვმუშაობთ", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Marca.
"მეტს ვერაფერს მოგახსენებთ. როცა შევძლებ, პირველი გეტყვით ყველაფერს. ახლა სათქმელი ან დასაანონსებელი არაფერი მაქვს".
"უბრალოდ კლუბის საკეთილდღეოდ ვმუშაობთ, მისი მომავლისთვის და აწმყოსთვის", - დასძინა ხავიმ.
მოგეხსენებათ, "ბარსას" გარდა, 21 წლის ნორვეგიელი სუპერვარსკვლავის გადაბირების ვარიანტს "რეალი", "მანჩესტერ სიტი" და "პსჟ"-ც განიხილავენ.