ავტორიზაცია

"მისაბაძი მაგალითია", - ხავიმ ბარსელონაში დანი ალვეშის მომავალზე განცხადება გააკეთა

"მისაბაძი მაგალითია", - ხავიმ ბარსელონაში დანი ალვეშის მომავალზე განცხადება გააკეთა
თარიღი 05 Mar 2022, 19:53

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ განაცხადა, რომ კლუბი უახლოეს პერიოდში მცველ დანი ალვეშთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე მუშაობა დაიწყებს.

"ვიმედოვნებ, დანი ჩვენთან დარჩება, მისაბაძი მაგალითია. გუნდის თამაშში მისი წვლილი გასაოცარია, ალვეში ძალიან გვეხმარება", - ციტირებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს.

38 წლის ბრაზილიელი "ბლაუგრანას" 2022 წლის იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და სეზონის ბოლომდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

მიმდინარე სეზონში ალვეშმა ყველა ტურნირზე ერთად "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით 6 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.

შეგახსენებთ, გამოცდილი სამხრეთამერიკელი "ბარსელონაში" აქამდეც ასპარეზობდა - 2008 წლიდან 2016 წლამდე.