ავტორიზაცია

"დეტალებს ვერ გეტყვით", - ხავიმ დაადასტურა, რომ ერლინგ ჰოლანდს შეხვდა

"დეტალებს ვერ გეტყვით", - ხავიმ დაადასტურა, რომ ერლინგ ჰოლანდს შეხვდა
თარიღი 05 Mar 2022, 22:28

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა დაადასტურა, რომ ერლინგ ჰოლანდს შეხვდა და გაესაუბრა.

„დეტალებს ვერ გეტყვით, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ კლუბის აწმყოზეც ვმუშაობთ და ამავდროულად მომავალზეც.

მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი. როცა შევძლებ, ყველაფერს პირველი მე მოგიყვებით. ახლა ვერაფერს ვიტყვი ან დავაანონსებ.

ჩვენ უბრალოდ კლუბის სასიკეთოდ ვშრომობთ, როგორც აწმყოსთვის, ისე მომავლისთვის.“ - აღნიშნა ხავიმ, როცა ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერზე ჰკითხეს.

ნორვეგიელი ფეხბურთელისთვის „ბარსელონას“ გარდა აქტიურად იბრძვიან „რეალი“ და „მანჩესტერ სიტიც“.