ავტორიზაცია

პოჩეტინო ნიცასთან მარცხზე: "პსჟ გამარჯვების ღირსი არ ყოფილა, მაგრამ არც წაგება დაუმსახურებია"

პოჩეტინო ნიცასთან მარცხზე: "პსჟ გამარჯვების ღირსი არ ყოფილა, მაგრამ არც წაგება დაუმსახურებია"
თარიღი 06 მარ 2022, 12:23

"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ საფრანგეთის ჩემპიონატის ეგიდით "ნიცასთან" (0:1) გამართული მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა.

"ვდომინირებდით, მაგრამ ცოტა მომენტი შევქმენით. მეტოქეს ვაიძულებდით თავი ღრმად დაეცვათ და შეხვედრის ბოლოს გაგვიტანეს. ასეთია ფეხბურთი".

"გამარჯვების ღირსები არ ვყოფილვართ, მაგრამ არც მარცხი დაგვიმსახურებია. კართან 20 მეტრში შეტევებს ვეღარ ვაგრძელებდით - ამაშია მთელი პრობლემა".

"ახლა მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ, რომელსაც მადრიდში ("რეალის" წინააღმდეგ) გავმართავთ. მარცხით იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ლიგა 1 და ჩემპიონთა ლიგა ერთმანეთისგან განსხვავებული ტურნირებია", - განუცხადა პოჩეტინომ Canal+-ს.

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალური მატჩის ეგიდით, "პსჟ" "რეალს" ოთხშაბათს ესტუმრება (პირველი მატჩი - 1:0).