ავტორიზაცია

ნიცას მწვრთნელი: "პსჟ-ს ჰყავს ვერატი, ნეიმარი, მესი, დი მარია და სხვები, თუმცა მბაპეს გარეშე სულ სხვა გუნდია"

ნიცას მწვრთნელი: "პსჟ-ს ჰყავს ვერატი, ნეიმარი, მესი, დი მარია და სხვები, თუმცა მბაპეს გარეშე სულ სხვა გუნდია"
თარიღი 06 მარ 2022, 12:54

"ნიცას" მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ საფრანგეთის ჩემპიონატის ეგიდით "პსჟ"-სთან (1:0) მოგებული მატჩი შეაფასა.

"მიმდინარე სეზონში "პსჟ"-ს წინააღმდეგ ოთხი ქულა ავიღეთ და ეს მარჯვნივ და მარცხნივ მიმოფანტული ქულებს ანაზღაურებს".

"მათ ჰყავთ ვერატი, შეტევაში კი ნეიმარი, დი მარია, მესი და სხვა ფეხბურთელები. მაგრამ კილიან მბაპეს გარეშე "პსჟ" სულ სხვა გუნდია", - თქვა გალტიემ RMC Sport-ის ეთერში.

შეგახსენებთ, 23 წლის ფრანგმა სუპერვარსკვლავმა "ნიცასთან" გამართული შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 27 ტურის შემდეგ "პსჟ" 62 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, ხოლო "ნიცა" 49 ქულით მეორე ადგილს იკავებს.