ავტორიზაცია

VIDEO: მცველი გააქრო, მეკარეს შეუსრულა - ზივზივაძის ბრწყინვალე გოლი უნგრეთში

თარიღი 06 მარ 2022, 14:44

უნგრეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში უიპეშტმა საკუთარ მოედანზე პუშკაშ აკადემია 2-1 დაამარცხა.

ზედიზედ მესამე მატჩია გოლი გააქვს ახალი გუნდის მაისურით ბუდუ ზივზივაძეს, რომელმაც 32-ე წუთზე ეფექტური ქმედებით ანგარიში გახსნა.

ბუდუ ზივზივაძე უიპეშტს იჯარით 2022 წლის იანვარში ფეჰერვარიდან შეუერთდა, ახალი კლუბის მაისურით 3-ჯერ ითამაშა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.