ავტორიზაცია

"ბოლო 5-6 წელში მანჩესტერზე უკეთესი სატრანსფერო პოლიტიკა აქვთ", - რანგნიკმა ორი კლუბი გამოარჩია

"ბოლო 5-6 წელში მანჩესტერზე უკეთესი სატრანსფერო პოლიტიკა აქვთ", - რანგნიკმა ორი კლუბი გამოარჩია
თარიღი 06 მარ 2022, 18:30

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა კლუბის სატრანსფერო სტრატეგიაზე ისაუბრა.

"მკაფიო სატრანსფერო სტრატეგია უნდა ჰქონდეს, ის ფეხბურთელები იყიდო, რომლებიც სისტემაში ჯდებიან. ბოლო 5-6 წელია "ლივერპული" და "მანჩესტერ სიტი" აკეთებენ ამას. თუ მათ სატრანსფერო პოლიტიკასა და წარმატებულ შენაძენებს გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი წარუმატებელი ტრანსფერი არ გაუჩარხავთ. ორივე კლუბი საკმაოდ წარმატებული იყო და "მანჩესტერ იუნაიტედიც" უნდა დაუბრუნდეს ამ გზას".

"სერ ალექს ფერგიუსონის შემდეგ "ემიუს" ბევრი მწვრთნელი ჰყავდა. ამ ორ კლუბთან არსებული ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად, ამ ნაბიჯების გამეორება საჭირო არ არის. "ემიუს" იდენტობა გააჩნია, ჩვენი გზით უნდა ვიაროთ. მაგრამ პროფესიონალური ფეხბურთი საკმაოდ მარტივია. უნდა გაერკვე, როგორ გსურს თამაში, რა თამაშის ხილვა უნდათ გულშემატკივრებს, ეს კი ყოველთვის მიმზიდველი, შემტევი, აქტიური ფეხბურთი იყო, რომელიც გახალისებს".

"ამის შემდეგ, უნდა შეამოწმო, შეეფერებიან თუ არა ფეხბურთელები ამას. გუნდი საკმარისად სწრაფი უნდა იყოს. სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობაა საჭირო, უნდა იცოდე და საჭირო მომენტში შესაფერისი მოთამაშე იყიდო".

"გარდა ამისა, საჭიროა საუკეთესო მწვრთნელი მათ შორის, ვინც ხელმისაწვდომია, აგრეთვე სამწვრთნელო შტაბი, რომელსაც ფეხბურთელების განვითარება შეუძლიათ", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს The Telegraph-ი.

ცნობისთვის, რანგნიკს "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება და მომდევნო სეზონიდან კლუბის კონსულტანტის პოსტზე იმუშავებს.