ავტორიზაცია

რანგნიკის აზრით, რონალდუ მომდევნო სეზონში მანჩესტერის ძირითადი შემადგენლობის წევრი აღარ იქნება

რანგნიკის აზრით, რონალდუ მომდევნო სეზონში მანჩესტერის ძირითადი შემადგენლობის წევრი აღარ იქნება
თარიღი 28 თებ 2022, 23:53

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, რალფ რანგნიკს გუნდის თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებით "დიდი ეჭვები" აქვს.

როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი იტყობინება, გერმანელი სპეციალისტის აზრით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მომდევნო სეზონში მანიკუნიანელთა ძირითადი შემადგენლობის წევრი აღარ იქნება.

მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში "იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირი სწორედ რონალდუა - მან პირველ 20 მატჩში 14 გოლი გაიტანა, თუმცა ბოლო 10 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ მოახერხა თავის გამოჩენა.

გარდა ამისა, თებერვალში კრიშტიანუს 37 წელი შეუსრულდა და რანგნიკი, რომელიც ზაფხულში კლუბის კონსულტანტის თანამდებობაზე გადაინაცვლებს, შიშობს, რომ "ეშმაკუნები" რონალდუს მომდევნო სეზონში უბრალოდ ვეღარ დაეყრდნობიან.