ავტორიზაცია

"ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა", - რანგნიკი მწვრთნელზე, რომელმაც შესაძლოა მანჩესტერი ჩაიბაროს

"ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა", - რანგნიკი მწვრთნელზე, რომელმაც შესაძლოა მანჩესტერი ჩაიბაროს
თარიღი 06 მარ 2022, 19:25

"მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, რალფ რანგნიკი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ახალი სპეციალისტის ძიებაშია.

"ამაზე ჯერ არ გვისაუბრია. არც ჯონ მერტოსთან მილაპარაკია და არც სხვა რომელიმესთან. უკვე რამდენიმე თვეა, რაც "ემიუში" ვარ და ეს საკითხი ჯერ არ განხილულა. ვიცი, რას ვფიქრობ ამაზე, თუმცა არავისთან მისაუბრია. ახლა მხოლოდ ამის თქმა შემიძლია".

"ერიკ ტენ ჰაგს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ დავინახე პროგრესი, რომელსაც "აიაქსმა" მისი ხელმძღვანელობით მიაღწია. ვიცი, რა სამუშაო გასწია "ბაიერნში". ცხადია, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, მაგრამ არის რამდენიმე სხვა სპეციალისტიც".

"ახალ მწვრთნელზე ჯერ არ გვილაპარაკია. შესაბამისად, არც ტენ ჰაგზე გვისაუბრია", - ციტირებს გერმანელის სიტყვებს Sky Sports-ი.

შეგახსენებთ, რანგნიკს "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება და მომავალი სეზონიდან კლუბში კონსულტანტის თანამდებობაზე იმუშავებს.