ავტორიზაცია

"პირველი ტაიმის შემდეგ გაბრაზებული ვიყავი", - ხავი

"პირველი ტაიმის შემდეგ გაბრაზებული ვიყავი", - ხავი
თარიღი 06 Mar 2022, 22:54

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა, „ელჩესთან“ მატჩის შემდეგ საკუთარ უკმაყოფილებაზე ისაუბრა.

კატალონიურმა გუნდმა 44-ე წუთზე გოლი გაუშვა, თუმცა საბოლოოდ 2:1 მაინც მოიგო შესვენების შემდეგ გატანილი გოლებით.

„შედეგი სამართლიანი მგონია. თუმცა უფრო კომფორტულად შეგვეძლო მოგება.

„ელჩემ“ შესანიშნავი ტაიმი ჩაატარა, ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.

შესვენებაზე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ანგარიშით უკან ყოფნას არ ვიმსახურებდით, გაბრაზებული ვიყავი. მეჩვენებოდა, რომ მოგება შეგვეძლო, თუ უკეთ შევუტევდით. ტაქტიკური ცვლილება მოვახდინეთ და ეს გამოგვივიდა.

არ ვიცი, საბოლოოდ რომელ ადგილზე დავასრულებთ ლა ლიგას. კარგი შეგრძნებები მაქვს. რამდენიმე მატჩი მოვიგეთ ზედიზედ და ეს იმას ნიშნავს, რომ კარგად ვმუშაობთ.

ყველა გამარჯვება აძლიერებს საკუთარი თავისადი რწმენას და ფეხბურთელებს თავდაჯერებას უმაღლებს.“ - აღნიშნა ხავიმ.