ავტორიზაცია

"უკვე 25 გოლი ექნებოდა გატანილი", - რომელ კლუბში უნდა გადასულიყო რონალდუ ჯონ ბარნსის აზრით?

"უკვე 25 გოლი ექნებოდა გატანილი", - რომელ კლუბში უნდა გადასულიყო რონალდუ ჯონ ბარნსის აზრით?
თარიღი 07 მარ 2022, 20:41

"ლივერპულის" ლეგენდა, ჯონ ბარნსი დარწმუნებულია, რომ კრიშტიანუ რონალდუ უფრო მეტ გოლს გაიტანდა, ზაფხულში "მანჩესტერ სიტი" რომ აერჩია.

მოგეხსენებათ, 37 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მიმდინარე სეზონის დაწყების წინ "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდა.

"37 წლის ასაკისთვის შესანიშნავი სტატისტიკა აქვს, მაგრამ ვფიქრობ, უკვე 25 გოლი ექნებოდა გატანილი, "მანჩესტერ სიტიში" რომ გადასულიყო. კარგი ფეხბურთელები, რომლებიც იქ თამაშობენ, მას საქმეს ბევრად გაუადვილებდნენ".

"თანაგუნდელის ხელსაყრელ პოზიციაზე გასაყვანად მათ საჭირო ტექნიკა და მოედნის ხედვა აქვთ, როცა "ემიუს" ზოგიერთი ფეხბურთელი ასეთ თვისებებს არ ფლობენ".

"აგრეთვე არსებობს მოსაზრება, რომ გასულ 4-5 წელთან შედარებით, რონალდუს აღარ აქვს საკმაირისი გამძლეობა და სისწრაფე".

"ვფიქრობ, "ემიუში" არ უწევენ ისეთ დახმარებას, როგორსაც მიჩვეულია, რაც აღიზიანებს", - ციტირებს ბარნსის სიტყვებს The Mirror-ი.

ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში რონალდუმ 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლი გაიტანა.