ავტორიზაცია

კანი ბაიერნში ლევანდოვსკის მომავალზე: "ახლა სეზონის გადამწყვეტ ფაზაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები"

კანი ბაიერნში ლევანდოვსკის მომავალზე: "ახლა სეზონის გადამწყვეტ ფაზაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები"
თარიღი 07 მარ 2022, 20:48

"ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, ოლივერ კანმა განაცხადა, რომ კლუბს თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკისთან კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა.

აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

"უკვე რამდენჯერმე ვთქვი, გაზაფხულზე რამდენიმე ღირსეულ ფეხბურთელთან მოლაპარაკებების გამართვა გვსურს, მათ შორისაა, რა თქმა უნდა, რობერტიც".

"მაგრამ ახლა სეზონის გადამწყვეტი ფაზა იწყება და გვინდა 100%-ით ამაზე ვიყოთ კონცენტრირებულები. თითოეული მატჩი გარკვეულწილად უკვე ფინალის ტოლფასია", - ციტირებს კანის სიტყვებს Sky Sport Deutschland-ი.

მიმდინარე სეზონში 33 წლის პოლონელმა სუპერვარსკვლავმა "ბაიერნის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 34 მატჩი ჩაატარა, 39 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.