"ვგრძნობ, რომ კარგ გუნდში მოვხვდი", - ნანობს თუ არა ოდეგორი რეალიდან არსენალში გადასვლას?
ნორვეგიელი ნახევარმცველი, მარტინ ოდეგორი მადრიდის "რეალიდან" ლონდონის "არსენალში" გადასვლით კმაყოფილია.
"ვგრძნობ, გუნდისთვის უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავხდი. ჩემი პოზიცია ვიპოვე და გარშემო მყოფ ფეხბურთელებთან ურთიერთქმედება ჩამოვაყალიბე. უფრო და უფრო უკეთესად ვთამაშობ".
"ვგრძნობ, რომ კარგ გუნდში მოვხვდი. აქ სიმშვიდე და სტაბილურობა ვიპოვე, არ მაქვს სადარდებელი, თუ სად აღმოვჩნდები მომდევნო სატრანსფერო ბაზარზე. ახლა აქ ვარ და თავს კარგად ვგრძნობ", - თქვა 23 წლის ფეხბურთელმა TV2-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ოდეგორი "მეთოფეებს" "სამეფო კლუბიდან" 2021 წლის ზაფხულში 31.5 მილიონ ფუნტად შეუერთდა.
მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე ერთად 27 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.