ავტორიზაცია

შენგელია: "მოსკოვის ცსკა-დან ჩემი წასვლის მიზეზი კალათბურთს არ უკავშირდება"

შენგელია: "მოსკოვის ცსკა-დან ჩემი წასვლის მიზეზი კალათბურთს არ უკავშირდება"
თარიღი 07 მარ 2022, 22:27

ქართველმა კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ "ცსკა"-დან წასვლის მიზეზი განმარტა და მოსკოვური კლუბის ხელმძღვანელობას, მწვრთნელებსა და მოთამაშეებს მადლობა გადაუხადა.

"მინდა მადლობა გადავუხადო "ცსკა"-ს ორგანიზაციას გაწეული სამუშაოსთვის და ჩემდამი დამოკიდებულებისთვის, აგრეთვე მადლობას ვუხდი ანდრეი ვატუტინსა და ნატალია ფურაევას".

"ასევე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო დიმიტრის იტუდისს, სამწვრთნელო შტაბსა და კლუბის ყველა თანამშრომელს. რაც შეეხება ამ სეზონ-ნახევრის მანძილზე ჩემს თანაგუნდელებს, ვამაყობ, რომ გასახდელსა და პარკეტზე მათ გვერდით ვიყავი".

"ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი წასვლის მიზეზი კალათბურთს არ უკავშირდება, მაგრამ ცხოვრებაში არჩევანის გაკეთება გიწევს და მე გავაკეთე. ახლა იმაზე ვკონცენტრირდები, რაც მომავალში მელოდება. მადლობა ყველას", - ციტირებს "არმიელთა" ოფიციალური საიტი.

მოგეხსენებათ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების 30 წლის ფორვარდი კარიერას იტალიურ "ვირტუს ბოლონიაში" გააგრძელებს.