ავტორიზაცია

რეშფორდი მანჩესტერ იუნაიტედში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა — ფაბრიციო რომანო

რეშფორდი მანჩესტერ იუნაიტედში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა — ფაბრიციო რომანო
თარიღი 07 Mar 2022, 22:42

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, მარკუს რეშფორდი მანიკუნიანელთა რიგებში თავის პერსპექტივებზე დაფიქრდა.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იუწყება, 24 წლის ინგლისელი შეწუხებულია იმ ფაქტით, რომ სასტარტო შემადგენლობის მუდმივი წევრი არ არის.

მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტისთან" (1:4) გამართული დერბი რეშფორდმა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მინდორზე მეორე ტაიმში შეცვლაზე მოგვევლინა.

ამ წელს მარკუსმა პრემიერ ლიგის მხოლოდ ორი მატჩი დაიწყო ძირითადიდან, 6-ჯერ თამაშში შეცვლაზე ჩაერთო, "ლიდსთან" (4:2) კი მთელი შეხვედრა სკამზე გაატარა.

გავრცელებილი ინფორმაციით, რეშფორდი შექმნილ ვითარებას რაც შეიძლება პროფესიონალურად უდგება, თუმცა თავის პერსპექტივებთან დაკავშირებით გარანტიებს ითხოვს.

მიმდინარე სეზონში "ეშმაკუნების" შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად 24 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.