ლაპორტამ ბარსელონას პრეზიდენტის პოსტზე წლის საუკეთესო და ყველაზე ცუდი მომენტები გამოარჩია
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ აღნიშნულ თანამდებობაზე წლის საუკეთესო და ყველაზე ცუდი მომენტები დაასახელა.
"ყველაზე ცუდი მესის იძულებითი წასვლა იყო, საუკეთესო კი იმის ხილვა, თუ როგორ აღორძინებენ ხავი და მისი შტაბი ჩვენს გუნდს".
"აგრეთვე აღვნიშნავ იმ მამაცი ადამიანების ჯგუფის ერთობას, რომლებიც დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში არიან. მათი მიზანი "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის სიხარულის დაბრუნებაა".
"სწორედ ამ მიზნის მიღწევის პროცესში ვიმყოფებით", - ციტირებს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელის სიტყვებს Diario Sport-ი.
შეგახსენებთ, ლაპორტა "ბარსელონას" პრეზიდენტის თანამდებობაზე გასული წლის მარტში დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ 59 წლის ფუნქციონერი კატალონიურ გრანდს 2003 წლიდან 2010 წლამდეც ხელმძღვანელობდა.