ავტორიზაცია

ლაპორტა ბარსელონაში ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერზე გავრცელებულ ბოლო ცნობებს გამოეხმაურა

ლაპორტა ბარსელონაში ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერზე გავრცელებულ ბოლო ცნობებს გამოეხმაურა
თარიღი 06 Mar 2022, 14:43

"ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა უარყოფს, რომ "დორტმუნდის" თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"შემიძლია უარვყო, რომ ჰოლანდის თაობაზე რაიმე სახის მოლაპარაკებები გაიმართა. არც შეხვედრა ყოფილა, არც საუბარი. არაფერი".

"რაც შეეხება მიუნხენში ხავისა და ჰოლანდის შეხვედრას, ეს ჩემი საქმე არ არის, თუმცა, ვფიქრობ, ორ სპორტსმენს ფეხბურთზე ლაპარაკის უფლება აქვს".

"პირველი, რასაც გავაკეთებთ, - "დორტმუნდს" დავუკავშირდებით, მის კლუბს", - განაცხადა ლაპორტამ გულშემატკივართა ჯგუფთან შეხვედრაზე.

მიმდინარე სეზონში 21 წლის ნორვეგიელმა სუპერვარსკვლავმა ბორუსიელთა მაისურით 20 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასი გააკეთა. ერლინგს ტრავმის გამო 22 იანვრის შემდეგ არ უთამაშია.