ავტორიზაცია

ტრანსფერი 99%-ით დახურულია — სად გააგრძელებს კარიერას კრისტენსენი?

ტრანსფერი 99%-ით დახურულია — სად გააგრძელებს კარიერას კრისტენსენი?
თარიღი 07 მარ 2022, 23:22

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა "ჩელსის" ცენტრალურ მცველს, ანდრეას კრისტენსენს 5-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, კატალონიური გრანდი ამ დროისთვის ხელშეკრულების პირობებზე მუშაობს.

გავრცელებული ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" დანიელთან სიტყვიერ შეთანხმებას თითქმის მიაღწიეს, თუმცა მხარეებს ჯერ კიდევ არაფერი გაუფორმებიათ.

აღინიშნება, რომ "ბარსელონა" ფრთხილად მოქმედებს, რადგან გასულ ზაფხულს ჟორჟინიო ვეინალდუმის წარუმატებელი გარიგება მისთვის გაკვეთილად იქცა.

ცნობისთვის, კრისტენსენს "არისტოკრატებთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.

მიმდინარე სეზონში 25 წლის უკანახაზელმა "ჩელსის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 26 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.