ლაპორტამ პსჟ-სა და სიტის წაკბინა: "ვებრძვით კლუბ-სახელმწიფოებს"

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ევროპის სუპერლიგაზე საუბრისას უეფა და კლუბი-სახელმწიფოები გააკრიტიკა: "ჩვენ ვებრძვით ისეთ პრობლემებს, როგორიცაა კლუბი-სახელმწიფოები.
მკაცრი წესები უნდა დავიცვათ, მაგრამ ასეთ კლუბებს ვერ ვეჯიბრებით, რადგან არ იცავენ ფეირ-პლეის. ესპანეთში სიმკაცრეა და ამის გამო ვერ შევეჯიბრებით მათ, ვინც წესებს არღვევს.
უეფა იყო ძალიან ლმობიერი და ძალიან რბილია ამ კლუბ-სახელმწიფოებთან მიმართებაში, რაც გვაეჭვებს, რადგან ეს სახელმწიფოები აფინანსებენ უეფას. ეს არ არის კარგი და ჩვენ გვინდა ვიბრძოლოთ", - თქვა ხოან ლაპორტამ.
როგორც წესი, კლუბ-სახელმწიფოებს "მანჩესტერ სიტის" და "პსჟ"-ს უწოდებენ. შეგახსენებთ, სუპერლიგაში ამ დროისთვის რჩებიან მადრიდის "რეალი", "ბარსა" და ტურინის "იუვენტუსი".