ავტორიზაცია

ლამპარდი: "მე ევერტონში ჯადოსნური ჯოხის გარეშე მოვედი"

ლამპარდი: "მე ევერტონში ჯადოსნური ჯოხის გარეშე მოვედი"
თარიღი 08 მარ 2022, 18:57

„ევერტონის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა, გუნდის ბოლოდროინდელ წარუმატებლობებზე ისაუბრა.

„ირისები“ გუშინ „ტოტენეჰმთან“ 0:5 განადგურდნენ და გასავარდნ ზონას მაქსიმალურად მიუახლოვდნენ.

„მე გუნდში ჯადოსნური ჯოხის გარეშე მოვედი. როცა „ევერტონში“ დავინიშნე, მქონდა შეგრძნება, რომ გუნდი შეიძლება ფსკერისკენ დაეშვას. ეს მთელ ქალაქში იგრძნობოდა და აშკარა იყო, რომ სიტუაცია შესაცვლელი იყო. მეჩვენებოდა, რომ ეს აუცილებლად გამოგვივა.

ეს რთული პერიოდი - გამოცდაა. თითქმის 20 წელი ვითამაშე ფეხბურთი და ასეთი პერიოდი ასეულობით მქონია.

საერთო განწყობა კარგია და მას ჩვენ არ დავკარგავთ მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები ერთი წარუმატებელი მატჩის შემდეგ შეურაცხყოფას გვაყენებენ. უფრო ფართოდ უნდა ვიფიქროთ - წინ კიდევ 13 მატჩია.

ჩემს მოსვლამდეც იყო პრობლემები და ახლა სიტუაცია უფრო მძაფრდება. მნიშვნელოვანია პოზიტიურობა შევინარჩუნოთ, მაგრამ სულელური ოპტიმიზმის გარეშე.“ - ციტირებს ლამპარდის სიტყვებს BBC.