ავტორიზაცია

VIDEO: გორის დილას ქამბექი მოქმედ ჩემპიონთან! - ბათუმის დინამომ სეზონში პირველი მარცხი იწვნია

თარიღი 08 მარ 2022, 21:31

საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურში მოქმედი ჩემპიონი და გათამაშების ლიდერი, ბათუმის "დინამო" ესტუმრა გორის "დილას", რომელთანაც დამარცხდა, ანგარიშით 2:1.

ანგარიში გახსნეს სწორედ აჭარლებმა თორნიკე გაფრინდაშვილის გოლით, ჰონორ გომისმა გაათანაბრა, გამარჯვების მომტანი გოლი კი შიდა ქართლელებისთვის თამაზ მაქაცარიამ გაიტანა.