ავტორიზაცია

გორის დილას ფეხბურთელების თანადგომა თავიანთ უკრაინელ მწვრთნელს: "მის გვერდით ვართ!"

გორის დილას ფეხბურთელების თანადგომა თავიანთ უკრაინელ მწვრთნელს: "მის გვერდით ვართ!"
თარიღი 28 თებ 2022, 18:54

გორის "დილას" კაპიტანმა, ნიკა გაგნიძემ მხარდაჭერა გამოუცხადა თავისი გუნდის მთავარ მწვრთნელს, ანდრეი დემჩენკოსა და ზოგადად უკრაინელ ხალხს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის.

"უკრაინაში მძიმე სიტუაციაა, მოსახლეობა სიცოცხლისთვის იბრძვის. მთელ გუნდს გვსურდა ამ ჟესტით ანდრეისთვის დაგვენახვებინა, რომ მისი სამშობლოსთვის რთულ მომენტში მის გვერდით ვართ და ვამხნევებთ", - განაცხადა ქართველმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლელებმა ეროვნული ლიგის პირველ ტურში საკუთარ კედლებში უმასპინძლეს ქვედა ლიგიდან აღზევებულ "გაგრას", რომელიც 2:1 დაამარცხეს.

აქვე დავამატებთ, რომ უკრაინელი დამრიგებელი ქართულ კლუბში მუშაობს 2021 წლიდან, იქამდე მას საკმაოდ წარმატებული საფეხბურთო კარიერაც ჰქონდა, რომლის მიმდინარეობისას მან რამდენიმე ტიტულიც მოიგო.

"დილას" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი 1995-1996 წლებში თამაშობდა ამსტერდამის "აიაქსში", რომლის შემადგენლობაში მან მოიგო უეფას სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი.