ავტორიზაცია

VIDEO: გორელებმა მოგებით დაიწყეს! დილამ პირველ ტურში გაგრას მოუგო

თარიღი 26 თებ 2022, 20:07

ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონის პირველ ტურში გორის დილამ საკუთარ მოედანზე გაგრას უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა.

ანგარიში გორელებმა მე-8 წუთზე თორნიკე კაპანაძის შორეული გასროლით გახსნეს, ხოლო 26-ე წუთისთვის ნიკა გაგნიძემ მასპინძლებს ორბურთიანი უპირატესობა შეუქმნა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში 72-ე წუთზე დაფიქსირდა. გიორგი ბუხაიძემ სხვაობა შეამცირა, თუმცა სტუმრებმა თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

მომდევნო მატჩს დილა 4 მარტს ქუთაისში, ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს. ამავე დღეს გაგრა თბილისში საბურთალოს წინააღმდეგ ითამაშებს.