"ვერ ვხედავ მიზეზს, როგორ მივულოცო მეტოქეს გამარჯვება" - გეგუჩაძე გაბრაზებულია
საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურში მოქმედი ჩემპიონი და გათამაშების ლიდერი, ბათუმის "დინამო" ესტუმრა გორის "დილას", რომელთანაც დამარცხდა, ანგარიშით 2:1.
მატჩის შემდეგ ბათუმის დინამოს მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ კომენტარი გააკეთა.
"ვერ ვიტყვი, რომ ეს ფეხბურთი იყო. მოედანზე მრავალი ინციდენტი ვნახეთ, მომხრე ვარ ჩვენ ფეხბურთი ვითამაშოთ. ყოველთვის მზად ვარ მივულოცო მოწინააღმდეგეს, მაგრამ მე ვერ ვხედავ აქ საფუძველს, რითაც შეიძლება მილოცვა ვუთხრა," - განაცხადა გია გეგუჩაძემ.
ბათუმის დინამოსთვის ეს მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იყო. გია გეგუჩაძის გუნდი შემდეგ მატჩს 13 მარტს საკუთარ მოედანზე საბურთალოს წინააღმდეგ გამართავს.