ავტორიზაცია

"მოგებას ვგეგმავდით" - გია ცეცაძე ტორპედოს მორიგი საშინელი მარცხის შემდეგ

"მოგებას ვგეგმავდით" - გია ცეცაძე ტორპედოს მორიგი საშინელი მარცხის შემდეგ
თარიღი 09 Mar 2022, 03:04

ეროვნული ლიგის მე-3 ტურში საბურთალომ ქუთაისის ტორპედო უშანსოდ, 2-0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ქუთაისის ტორპედოს მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ კომენტარი გააკეთა.

"სიმართლე გითხრათ, მოგებას ვგეგმავდით, ქულაზე არ ვფიქრობდით. პირველ ტაიმში გვაჯობეს, აქედან გამომდინარე იყო ანგარიში და ვულოცავ მათ. ვეღარ მოვახერხეთ გოლის გატანა და დავმარცხდით.

მეორე ტაიმში ბევრი ვეცადეთ, თუმცა საბურთალო კარგი გუნდია და ვეცდებით, ქუთაისში ისე დავხვდეთ, როგორც საჭიროა," - განაცხადა გია ცეცაძემ.

3 ტურის შემდეგ ქუთაისის ტორპედოს მხოლოდ 3 ქულა აქვს და მათი თამაშის ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებს. გულშემატკივრები უკვე გუნდის მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის გადადგომას ითხოვენ.