ლაპორტას ხმაურიანი განცხადება: "ჰოლანდი? უპირატესობა ისაა, რომ ბარსაში გადმოსვლა ყველას უნდა"
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.
მოგეხსენებათ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კატალონიური გრანდის სამიზნე სწორედ 21 წლის ნორვეგიელი სუპერვარსკვლავი იქნება.
"ჰოლანდი? ფეხბურთელებზე ვერ ვილაპარაკებ, რადგან ამით მათ ფასებს ვზრდით. მატეუ ალემანიმ და ჯორდი კრუიფმა (კლუბის დირექტორები) იციან, თუ რა სურს ხავის".
"გუნდის ყველა ხაზის გაძლიერება გვსურს. უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ "ბარსაში" გადმოსვლა ყველას უნდა", - განუცხადა ლაპორტამ Barça TV-ის.
ჰოლანდს "დორტმუნდთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ნებისმიერ მსურველ კლუბს მისი ყიდვა 75 მილიონ ევროდ შეეძლება.