ავტორიზაცია

"ბოლო 4-5 წელიწადია ასეა", - ტედი შერინგემმა მსოფლიოს საუკეთესო ცენტრფორვარდი დაასახელა

"ბოლო 4-5 წელიწადია ასეა", - ტედი შერინგემმა მსოფლიოს საუკეთესო ცენტრფორვარდი დაასახელა
თარიღი 09 მარ 2022, 21:11

"ტოტენჰემისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფორვარდმა, ტედი შერინგემმა მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელი დაასახელა.

ასე და ამგვარად, ვეტერანი ინგლისელის აზრით, ამჟამად საუკეთესო "ცხრიანი" "დეზების" ლიდერი, ჰარი კეინია.

"ჩემთვის იგი მსოფლიოში საუკეთესო "ცხრიანია" და ბოლო 4-5 წელია ასეა. ამას ყოველ წელს ამტკიცებს", - ციტირებს შერინგემის სიტყვებს Sky Sports-ი.

"მშვენიერია ამ სტატუსის მიღწევა, მაგრამ მწვერვალზე დარჩენა და დონის დამტკიცება - აი, რატომ არის კეინი საუკეთესო", - დასძინა ლონდონელთა ექს-ფორვარდმა.

მიმდინარე სეზონში 28 წლის კეინმა ყველა ტურნირზე ერთად 37 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.